საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანმა ამერიკელი კონგრესმენის, მარკვეინ მალინის წერილს ლობისტების საქმიანობას უკავშირებს.
“მალინი და კიდევ ერთი ორი გამონაკლისი შეიძლება იყოს, მათ აქვთ თავიანთი სუბიექტური მოსაზრებები, გარკვეული პოლიტიკური სიმპატიები, რომლებიც შეიძლება ლობისტური ორგანიზაციების საქმიანობიდან იყოს გამოწვეული, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო, უმაღლესი შეფასება, – ამბობს ზალკალიანი.
მინისტრი აცხადებს, რომ მიუხედავად მარკვეინ მალინის ამ სკეპტიკური დამოუკიდებულებისა, საქართველოს მთავრობა ურთიერთობას მასთან მაინც განაგრძობს.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირე და “რუსული სკოლის ოლიგარქია”. მალინის თქმით, გამოსავალზე ორიენტირებული გეგმა გულისხმობს “უმკაცრეს სანქციებს პუტინის მოკავშირეების, მათ შორის, ივანიშვილის წინააღმდეგ.