სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მისი დაფინანსება აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია ნახოს, თუმცა ზოგმა პოლიტიკოსმა აირჩია ჭორიკნობის გზა.
“არც გეგმა აქვთ, არც სტრატეგია, რაზე უნდა ელაპარაკონ ხალხს, იციან რამე?! ეკონომიკური კრიზისის დაძლევა იციან, სამუშაო ადგილების შექმნა იციან?! ინდუსტრიულ პარკებზეც და აიტი ქალაქებზე ხომ არ დაიწყებენ საუბარს, რაზეც მე ვსაუბრობ. გაგნებაში არ არიან ეს რა არის, გაგნებაში არ არიან როგორ ვითარდება თანამედროვე ეკონომიკები.
სამაგიეროდ ჭორიკნობა, ასეთი ტალახის სროლა შეუძლიათ, იმიტომ რომ მათი საქმე ეს არის, მეტი არაფერი შეუძლიათ. რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ყვირილისა და ყეყეჩობის გარდა. პოლიტიკურ კინტოებად ჩამოყალიბდა ზოგიერთი”,- ამბობს ვაშაძე პარტია მოქალაქეების ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ელისაშვილი ერთ დღეს ერთს აქებს, მეორე დღეს აგინებს.