საქართველოს პრემიერმინისტრი აღშფოთებით აცხადებს, რომ თითქოს უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან. მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა. ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ესმის, მაგრამ პრემიერს თითქოს არ ესმის. დაიწყებს გაგებას, როდესაც გამოქვეყნდება მისი უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები. სამწუხაროა, რომ საქართველოში ამას არავინ გამოიძიებს, რადგან “ხელი ხელს ბანს”
ჩვენ, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და რუსეთის გარდა ვერავის ვუსურვებთ ასეთ ტანჯვას. უკრაინას სურს თავის ქართველ ძმებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით
P.S. კმარა ქართველი ხალხის იმით შეშინება, რომ უკრაინაში საქართველოს ომში ჩართვა უნდათ. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის რა არის ომი და რუსეთის გარდა ასეთ ტანჯვას ვერავის ვუსურვებთ. უკრაინას სურს თავის ქართველ ძმებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით