მის გარეშე საქმის განხილვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია – მოსამართლე სააკაშვილზე

“მის გარეშე საქმის განხილვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია”- ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 7 ნოემბრის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა “ფორმულასთან” განაცხადა. ორკოდაშვილის თქმით, მოსამართლეებს გაგზავნილი აქვთ მოთხოვნა, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწროს, თუმცა გადაწყვეტილებას პენიტეცნიური სამსახური იღებს

“რიგითი მოქალაქე რომ იყოს და არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მის გარეშეც მიზანშეწონილად არ მიმაჩნია საქმის განხილვა, მით უმეტეს როდესაც საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე”, – ამბობს პირველი ისნტანციის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი.