“გვერდში დავუდექით, მის ნაცვლად ჩვენ ვიყავით პლაკატებზე გაკრული და ახლა ოლიგარქს ეძახის?! არაადეკვატურია, უნამუსობასთან ერთად, არაადეკვატურობა და მავნებლობა და ჩემი აზრით, თუ ოდნავ მაინც შერჩა, აი ოდნავ, სულ ოდნავ, ღირსება და ადამიანობა, კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს ჩახდილებს და რადიკალებს. მათი ინტერესების გამტარებელი გახდა, სამწუხაროდ”.
განაცხადა “ქართული ოცნების” დეპტუატმა, ირაკლი ზარქუამ მედიასთან კომენტარისას სალომე ზურაბიშვილზე, რომელმაც თქვა, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გარდა სხვა ოლიგარქი არ არის.