მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, ანუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, მას სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია.
როგორც შეხვედის შემდეგ გაირკვა, პრეზიდენტმა მოლაპარაკების მხარეებს დარბაზი დაუთმო.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციისა და “ოცნების” შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით ჩატარდა. ის ცოტა ხნის წინ დასრულდა და როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, მხარეები დიალოგს გააგრძელებენ.