გერმანიაში, მიუნხენში, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოგდებული 250-კილოგრამიანი ბომბი აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. აფეთქება მთავარ სადგურთან ახლოს, სამშენებლო მოედანზე დონერსბერგის ხიდთან ბურღვითი სამუშაოების დროს მოხდა.
„ამ დროისთვის, არ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის რაიმე მტკიცებულება“, – აცხადებს პოლიცია.
ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილ აუფეთქებელ ბომბებს გერმანიაში ხშირად პოულობენ.