პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა მიუღებელია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის წლებია კარგი ურთიერთობაა, ეს ნაბიჯი თანამშრომლობას დააზიანებს.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და უკრაინას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები, რასაც ბევრი წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს და ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა უძღოდა წინ, მიუხედავად ამისა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ვფიქრობთ, ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას”,- განაცხადა თალაკვაძემ