მიუღებელია პარიზში ქართული სამრევლოს დაარსება რუსეთის საპატრიარქოს მიერ – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის მიერ პარიზში ქართული სამრევლოს დაარსებას აპროტესტებს – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტ გერასიმეს წერილში რუსული მხარისადმი, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედება მიუღებელია და შესაბამისი წერილით მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებას, ასევე მოსკოვის საპატრიარქოს, დასავლეთ ევროპის და სლავიანური დიასპორის მმართველს, მიტროპოლიტ იოანეს მიმართეს.

წერილში საპატრიარქო აცხადებს, რომ პარიზში 2009 წლიდან არსებობს თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესია და საზღვარგარეთ მყოფ მართლმადიდებელ ქართველებზე სულიერად სწორედ ის ზრუნავს.

როგორც წერილშია აღნიშნული, “სათანადო კომუნიკაციის არქონის” შედეგია და იმედოვნებენ, რომ ეს “გაუგებრობა” დროულად აღმოიფხვრება და ორმხრივ ურთიერთობებში “დაბრკოლების” მიზეზი არ გახდება.