მიუხედავად იმისა რომ 6 თვეა ჩვენს განადგურებას ცდილობენ, ჩვენ მაინც თავისუფალი და დამოუკიდებელი ვართ–ზელენსკის მიმართვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს

უკრაინა დამოუკიდებლობის 31–ე წლის თავს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღისთვის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიმართვა ჩაწერა, რომელიც ერთი დიდი ვიდეოკლიპის ნაწილია. კლიპი უკრაინის ბრძოლას და ბოლო 6 თვის მოვლენებს ასახავს. ის ზელენსკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ერი.  ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია. ამ 4 სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფართომასშტაბური ომის 182-ე დღეს ეს სიტყვები  სიმბოლოს და გრძნობებს.  წინსვლას და დანაკარგებს, სიხარულსა და ტკივილს გამოხატავს.. ყველაზე მთავარი კი რასაც ეს სიტყვები აღნიშნავს სიმართლეა. სიმართლე რომელზეც თვალს ვერ დახუჭავ და სიმართლე რომელიც შეუძლებელია არ აღიარო. ჩვენ დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ერი ვართ. მიუხედავად იმისა რომ 6 თვეა ჩვენს განადგურებას ცდილობენ, ჩვენ მაინც თავისუფალი და დამოუკიდებელი ვართ.

6 თვის წინ რუსეთმა ომი გამოგვიცხადა. მთელს უკრაინაში აფეთქებები და სროლები გაისმა… 24 თებერვალს გვითხრეს რომ შანსი არ გვქონდა. 24 თებერვალს კი ჩვენ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. 6 თვის განმავლობაში ჩვენ შევცვალეთ ისტორია, მსოფლიო და ჩვენც შევიცვალეთ. ახლა ზუსტად ვიცით ვინ არის ჩვენი მოძმე, ვინ მეგობარი და ვინ უბრალო ნაცნობი. ზუსტად ვიცით ისინი ვინც თავისი სახელი და რეპუტაცია არ შელახა, და ისიც ვინც მტრის სახის შენარჩუნებაზე ზრუნავდა. დავინახეთ ყველა, ვისაც არ ვჭირდებით და ისიც, თუ სად არის ჩვენთვის კარები ღია.

მთელმა მსოფლიომ გაიგო ვინ არიან უკრაინელები და როგორია უკრაინა. უკვე ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს ის ქვეყანაა, რომელიც სადღაც რუსეთის გვერდზე მდებარეობს. მივხვდით რომ ნებისმიერი დახმარებისა და მხარდაჭერის მიუხედავად კბილებით ჩვენს დამოუკიდებლობას ჩვენს გარდა ვერავინ დაიცვას. ჩვენ გავერთიანდით. არ გვქონდა ჰაიმერსები, თუმცა გვყავდა ხალხი რომელიც მზად იყო ტანკები, შიშველი ხელებით შეეჩერებინათ.

არსებობდნენ ადამიანები რომლებიც მზად არ იყვნენ ჩვენი ცა ჩაეკეტათ, თუმცა ჩვენ გვყავს ადამიანები რომლებიც მზად იყვნენ საკუთარი მიწა დაეცვათ. უკრაინელმა ერმა და მისმა სიმამაცემ მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა. ხალხს გაუჩინა იმის იმედი, რომ სიმართლეს ეს ცინიკური სამყარო ბოლომდე არ დაუტოვებია. ამბობდნენ რომ ევროპა მთავარი მოთამაშე აღარაა, ამბობდნენ რომ ევროპა დაყოფილი სუსტი და მიძინებულია. უკრაინამ მთელი კონტინენტი გამოაღვიძა. ისინი მოედნებზე ჩვენს მხარდასაჭერად იკრიბებიან და უმკაცრესს სანქციებს აწესებენ. ევროპა უკრაინის მომავალს და ევროკავშირში მომავალ გაწევრიანებას ერთხმად აღიარებს. უკრაინა გაერთიანდა. ახალი ერი, რომელიც 24 თებერვალს დილის 4 საათზე თავიდან დაიბადა.” ამბობს ზელენსკი.