რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მიღწეულია შეთანხმება დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების აზოვსტალის ქარხნიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანაზე.
“16 მაისს მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება დაჭრილების გაყვანაზე“, – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ცნობით, აზოვსტალში უკვე გაიხსნა ჰუმანიტარული დერეფანი, რომლითაც დაჭრილი უკრაინელი სამხედროები ოკუპირებულ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.