“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, “მიშას ნაცმოძრაობას და არანაცურ, ჯამურად ნაცების თანაზომად “შუაშისტურ”, არანაცქოც ოპოზიციას ერთმანეთთან თანამშრომლობა” მოუწევთ.
მისი თქმით, ივანიშვილს ვერც მარტო მიხეილ სააკაშვილი დაამარცხებს და ვერც “არამიშა ოპოზიციონერები”.
“მოგვიწევს ერთმანეთის აღიარება, პატივისცემა, სიყვარულის გარეშე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავის ვაპატიებ, თუ გინდა მიშა იყოს, რომ 7 ნოემბერს მოსახლეობის მინიმუმ ნახევარს შეურაცხყოფა მიაყენოს. მეორე კლიშე კიდევ, მე პოლიტიკური პასუხისმგებლო ავიღე და გადავდექიო, ეს მიშისტებისთვის ნათქვამი ტექსტია.
არჩევნები ჩავატარე და ძლივს მოვიგეო – არ მოუგია, გააყალბა, მეორე ტური იყო. თბილისში 31% აქვს ოფიციალურად აღებული. ეს მეორე ტყულია. მე არ ავიტან ტყუილებს და მე შემიძლია მიშასთან თანამშრომლობა. მე ვეცდები, ჩვენი ეს 20%-იანი ჯამური [მხარდაჭერა] მოვახმარო საერთო ოპოზიციურ საქმეს. მე არ მაქვს პერსონალური ინტერესები, არსად კენჭყისყრას არ ვაპირებ. ამიტომ ერთმანეთისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, ერთმანეთს ნუ ვეძახით მტრებს და ბრიყვებს”,– თქვა ბერძენიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.