ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს და მას აეროპორტიდან კიევში აბრუნებენ.
“მიშას უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს და ახლა აეროპორტიდან უკან, კიევში აბრუნებენ. ცეცხლსაც აღარ ეთამაშებიან, პირდაპირ ნაღმზე აბიჯებენ ფეხს”. – წერს კაპანაძე Facebook-ზე.