ტელეკომპანი “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
დაზარალებულის სტატუსთან ერთად დაცვის მხარე თავდამსხმელისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს. შსს-მ საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა სამინისტროში არ ამბობენ, რატომ არ იწყება გამოძიება პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების ფაქტზე.
27 ივნისს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.