მიშა მშვილდაძე Facebook პოსტის გამო სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე Facebook პოსტის გამო სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა.

“ფაქტია, არავინ არსად შევარდნილა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს განხილვები: “აბა რა ვქნათ”- მილიონზე მეტ ადამიანში მიდის მუდმივად და ყოველთვის. დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას და ხალხი თავად ირჩევს ფორმებს, როგორ განახორციელოს თავისი მმართველობა. უზურპატორს, გამყალბებეს, კანონის მიღმა გასულს, რომელიც ხელისუფლებაში რჩება უკანონოდ, იმის წინააღმდეგ ხალხს აქვს შესაძლებლობათა ძალიან ფართო არსენალი. ეს უნდა იცოდეს იმ ადამიანმა, რომელმაც შეიძლება ჩაიდინოს ისეთი დანაშაული, რომლისაც მთელ ქვეყანას შეგვრცხვება”. – ამბობს მშვილდაძე “ფორმულასთან”

მშვილდაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

მიშა მშვილდაძე, დღეს 12 აპრილს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.