მიჩ მაკკონელის ხელმძღვანელობით, აშშ-ის სენატის დელეგაცია კიევში ჩავიდა

აშშ-ის სენატის დელეგაცია სენატის უმცირესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის ხელმძღვანელობით, კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სოციალურ ქსელში  ავრცელებს. ზელენსკი მადლობას უხდის ამერიკის კონგრესს ორპარტიული მხარდაჭერისთვისა და დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის უკრაინელების ბრძოლაში დახმარებისთვის.

“აშშ-ის სენატის დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც კონგრესის უმაღლეს პალატაში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი, მიჩელ მაქკონელი უძღვება არის უკრაინისთვის ამერიკის კონგრესისა მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერისა და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი. მადლობას გიხდით თქვენი ხელისუფლების გამო, ვინც ჩვენს ბრძოლაში გვეხმარება, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლაცაა. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას.“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.