უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომით, ისევე როგორც მთელი მსოფლიო.
მან რუსეთთან გამარჯვების “რეცეპტი” დაასახელა.
“ამ თვეში ვერ დავამარცხებთ, მაგრამ წელს შეგვიძლია. გამარჯვების რეცეპტი მარტივია: ნავთობის ნამდვილი ემბარგო + ტანკები, თვითმფრინავები და არტილერია. მოდი, ერთად დავასრულოთ”,– დაწერა პოდოლიაკმა ტვიტერზე.
?? is not interested in a protracted war with Russia, same as the whole world. We can't beat month this month, but we can do it this year. The recipe for victory is simple: real oil embargo + tanks, aircraft and artillery. Let's end it together.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) May 15, 2022