მიხეილ სააკაშვილთან შვილი, ედუარდ სააკაშვილი არ შეუშვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დღეს მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი არ შეუშვეს. სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას პენიტენციურის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შვილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ შეუშვეს.

“გამკაცრებულია წესები ვირუსების თუ რაღაცის გამო, მაგრამ ედუარდის შემთხვევაში არ ვიცი…ძალიან ელოდებოდა თავის შვილს, რომლითაც ამაყობს” – ამბობს გიული ალასანია.