მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია დაიწყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია დაიწყო.  თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულია სცენა საიდანაც „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავენ.  აქციას კოლონებით შეუერთდნენ, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეებიც ლოზუნგებით : ,,თავისუფლება მესამე პრეზიდენტს. საქართველო!”

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.