მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან კრიტიკული და რთულია – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

“მიხეილ სააკაშვილი უკვე 1 თვეა შიმშილობს, ეს არის ძალიან კრიტიკული და რთული მდგომარეობა, ბუნებრივია, როდესაც 1 თვეა ადამიანი საკვებს არ იღებს, შესაბამისად მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველანი ვართ შეშფოთებულები.

პარამეტრებთან და მაჩვენებლებთან დაკავშირებით ახლა არ შემიძლია კონკრეტული რამე გითხრათ, თუმცა სასამართლოს კონტექსტში 10 ნოემბრის პროცესში ჩანიშვნა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ როგორღაც მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა შესაძლებლობა სასამართლოზე პირდაპირი მიმართვის. ამიტომ გაწელეს ამ დრომდე, ამიტომ ახდენდნენ მის იზოლაციას”, – ამბობს ადვოკატი ფორმულას ეთერში.

მისივე თქმით, არ გაუკვირდებათ, თუ 10 ნოემბრის სასამართლო პროცესიც არ ჩატარდება.

“რაც შეეხება სასამართლოს, ისიც კი არ გაგვიკვირდება, 10 ნოემბრისთვის მიხეილ სააკაშვილს თუ ექნება ფიზიკური შესაძლებლობა, რომ სასამართლოზე გამოცხადდეს, შეიძლება 10 ნოემბრის პროცესიც კი არ ჩაატარონ და ესაც იკადრონ იმიტომ, რომ ხელისუფლების ეს ძრწოლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ათ აქვთ შიში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის. ეს არაკანონიერი იქნება, მაგრამ არ გაგვიკვირდება”, – აცხადებს ადვოკატი.

ბასილაია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება მთავრობამ გვერდზე გადადო.