მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება – ცენტრ “ემპათიას” ნევროლოგი

ცენტრ “ემპათიას“ ნევროლოგი, ოთარ თოიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება და ხასიათდება მერყეობით.

“ზოგიერთი პარამეტრი უმჯობესდება, მაგრამ ეს არის ხანმოკლე გაუმჯობესება, რადგან მერე ისევ უარესდება. სხვადასხვა პარამეტრები ერთმანეთს კვეთენ, ერთი უმჯობესდება, მეორე უარესდება, ეს არის არასტაბილურობის მაჩვენებელი […]

გარდა ამისა, აღვნიშნავდი, რომ მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მისი მდგომარეობა, მე მგონი, სერიოზულად გაუარესებულია. ამისათვის ჩვენ მოვითხოვეთ ენდოკრინოლოგ-გასტროენტეროლოგისა და ნუტრიციოლოგის განმეორებითი კონსულტაცია. ეს შეიძლება რამდენიმე დღის წინ არ იყო, მაგრამ ახლა, სახეზეა. ამიტომ, ამ მხრივ მისი მდგომარეობა ვიტყოდი, რომ უარესდება კიდეც”,– ამბობს თოიძე ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.

ექიმი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი საჭიროებს სტაბილიზაციასა და გადაუდებელ მკურნალობას.