სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა. მანამდე, სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა და თქვა, რომ სააკაშვილი კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყანეს და დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ყველასათვის უცნობი იყო თუ სად იმყოფებოდა მოშიმშილე ექსპრეზიდენტი. მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია რომ ექსპრეზიდენტი, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. თუმცა სახალხო დამცველმა აღნიშნული დაწესებულების დათვალირების შემდეგ, არაერთხელ აღნიშნა, რომ კლინიკა სპეციალური აპარატურით აღჭურვილი არ იყო.