საქართველოს ყოფილი პრეზიდენიტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულია საქართველოის საელჩოს ხელმძღვანელი ინფორმაციის მისაღებად“ , – განაცხადა ნიკოლენკომ.