“მიხეილ სააკაშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში”- ამის შესახებ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.
“სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას, ჰოსპიტალში განთავსების შემდეგ. ჩვენთვის ეს ჰოსპიტალი უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილსი მიერ არის აშენებული და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილია. ჩვენ, სპეციალისტებისგან უნდა ვიცოდეთ, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. ასევე ე.წ. შიმშილობის შემდგომი აღდგენის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტებბის მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიშები. ეს ეხება ყველა კონსიკიუმს.
მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით. ზუსტ დროს ვერ გეტყვით. მისი პირადი ექიმი და ქალბატონი გიული ალასანია მასთან დარჩებიან. ჩვენ წავალთ გორში და მის ტრანსპორტირებას დავაკვირდებით, ასევე მის დაბინავებას პალატაში. ამის მერე დავტოვებთ გორს”, – ამბობს ნიკა გვარამია.
აღნიშნული გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და მას გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ის დათანხმდა.