მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს.   ესკორტი კლინიკის ეზოში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

კლინიკაში სპეციალური ზომები მიიღეს საავადმყოფოს მე-5 სართულზე მიხეილ სააკაშვილისთვის სპეციალური პალატაც მოამზადეს.

კლინიკის ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შენობაში დილით 30-მდე ბადრაგი შეიყვანეს.