მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე და ზეთი ვაცხე – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და ზეთი აცხო.

მისი თქმით, ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე შევიდა.

“ეს არის ლოცვები, ხმამაღლა კითხვის პირობებში მის წასაკითხად 2 საათი მჭირდება. ამბობენ, რომ ამ რიტუალით ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება. ღრმად მწამს, რომ ეს მის ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს.

უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. აღსარება თქვა, ეზიარა და დღეს 7-ჯერ იცხო ზეთი. ახალი აღთქმის 7 საიდუმლოდან 6 მიღებული აქვს”. – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უფრო კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე დღეს.