საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესზე დასასწრებად თბილისში გადმოიყვანეს.
პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ესკორტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაახლოებით ერთი საათის წინ დატოვა და სასამართლოს ეზოში ცოტახნის წინ გამოჩნდა.
სასამართლო პროცესი 11 საათზე დაიწყება. საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს. პარალელურად, ნაციონალური მოძრაობა აქციას გამართავს. როგორც ცნობილია, პარტია აპირებს სასამართლოსთან ეკრანების დამონტაჟებასაც, რათა აქციის მონაწილეებმა სასამართლო პროცესს თვალი მიადევნონ.