უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის კრიტიკას საქართველოს ყოფილი სპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრიტიკითვე პასუხობს და მას “კორუმპირებულს” და “სამარცხვინოს” უწოდებს. სააკაშვილის თქმით, დოლგოვი უკრაინის ექსპრეზიდენტმა, პოროშენკომ ერთადერთ მიზნით “მის წინააღმდეგ” საბრძოლველად დანიშნა. მისივე თქმით, დოლგოვი აზიანებს უკრაინისა და საქართველოს იმიჯს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
“დღეს ის აგრესიული რიტორიკით დამესხა თავს იმის გამო, რომ ვიბრძვი ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის. თურმე, ეს აზიანებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს. დოლგოვი მადანაშაულებს იმაში, რომ მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს პროტესტის გამოხატვისა და “უკანონო” დემონსტრაციებისკენ. და ეს ელჩი წარმოადგენს ქვეყანას, რომელმაც გადაიტანა 2 მაიდანი, რომელზეც უკრაინელმა ხალხმა გამოხატა თავისი პროტესტი გაყალბებულ არჩევნებზე?! ის ჩვეულებრივი საბჭოთა შემსრულებელია, რომელიც როგორღაც შეძვრა და პოსტმაიდანურ უკრაინელ მოხელეებში მოხვდა.”- აცხადებს სააკაშვილი.
დღეს, 9 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა უკრაინის ელჩის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები დაუმორჩილებლობაზე არ ეხმარება საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს.