მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია ავრცელებს.
“ფაქტზე იქ იყო აღძრული საქმე სააკაშვილის წინააღმგედ ძალის გადაჭარბების და შესაძლო წამების შესახებ. დღეს უკვე მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დაზარალებულად, ანუ, არსებობს ფაქტი, ცნობილია დაზარალებული. ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც გადასადგმელი დარჩა, არის ბრალდებულების გამოვლენა და, სავარაუდოდ, ეს იქნებიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები და, შესაძლოა, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები. უკრაინის, ისევე, როგორც საქართველოს კანონმდებლობა ერთნაირია, აბსოლუტურად იდენტური რეგულაციისაა ამ შემთხვევაში, იმ ქმედებებში, სადაც იკვეთება წამება, არაჰუმანური მოპყრობა და მათ მოქალაქეს ეხება ეს ყველაფერი, შეუძლიათ, აღძრან ექსტრატერიტორიულობის პრინციპით საქმე საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის, თანამდებობის პირების წინააღმდეგ”. – ამბობს ნიკა გვარამია მთავარი არხის ეთერში.