“წონა აქვს უკვე 58 კგ. როგორ ფიქრობთ, 58 კგ რომ გახდა ადამიანი უსათუოდ უნდა მოკვდეს? მაშინ ვთქვათ, რომ თვითმკვლელია. ადამიანი არის მოწამლული და ვერ ჭამს 1500 კალორიას, რომელსაც ისინი ითხოვენ. რაც შეეხება კონსილიუმს. მე რამდენადაც ვიცი, შესთავაზეს ელენე გიორგაძის მოსვლა. ეს ის ქალბატონია, რომელიც ხელმძღვანელობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას, რომელიც ყველამ დაიწუნა და ჩათვალეს, რომ მისი ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობის ერთ ერთი მიზეზი იყო ის რეფიდინგი, რომელიც ჩატარდა იქ”

 

მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ პაციენტის წონა უკვე კრიტიკულ ნიშნულზეა 58 კილოგრამზე ჩამოვიდა.