მიხეილ სააკაშვილმა ის მოლოდინი გააჩინა, რაც ქართველ ხალხს აქვს – სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილსი განცხადებით, ქართველი ამომრჩეველი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას ელოდება.

“მიხეილ სააკაშვილმა გააჩინა სწორედ ის მოლოდინი, რაც დღეს ქართველ ხალხს აქვს. ის აპირებს მიიღოს აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად – ამას ელოდებოდა ამომრჩეველი. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, გატარდება შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აღუდგენს უფლებას, მათ შორის, როგორც პოლიტიკურ დევნილს”,- თქვა დამადაშვილმა.

მისივე განცხადებით, როგორც სააკაშვილის, ისე ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის პოლიტიკის შეფასება აკრძალული არ აქვს.

“რაც შეეხება არჩევნებამდე შექმნილ გარემოს, არ არსებობს არანაირი კანონი, რომელიც რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს უკრძალავს, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კომენტარის გაკეთებას, შეფასებას, ასე რომ, არანაირი იურიდიული დაბრკოლება, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობისთვის ვერ იქნება, თუ ინტერნეტს არ გათიშავს და ტელევიზორს არ გამორთავს ბიძინა ივანიშვილი”,- ამბობს სალომე სამადაშვილი.