ოპოზიციონერმა დეპუტატის როსტომ ჩხეიძის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ექიმების კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი თქვა.
„როდესაც ვცადე, რომ მეთანაგრძნო და მენუგეშებინა, არ დამანება, როდესაც მისი გამხნევება დავიწყე, მან აქეთ გამამხნევა. ის ძალიან დიდი იმედით უყურებს ზეგინდელ დღეს – არჩევნებს. მას მიაჩნია, რომ სასიკეთო ცვლილებები ნამდვილად მოხდება და ამის იმედი გვაქვს ყველას, ვისაც გვინდა უკეთესი საქართველო”, – განაცხადა ჩხეიძემ.