მიხეილ სააკაშვილს ლეიბს არ აძლევენ – ადვოკატი

ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არ აძლევენ ტელევიზორს და ლეიბს.

მისი განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტს ამ ნივთების მიღების უფლება აქვს.

“მაქსიმალურად უქმნიან პრობლემებს, რომ თავი კარგად ვერ იგრძნოს. აქაც შერჩევით უდგებიან მიხეილ სააკაშვილს. არ აძლევენ ლეიბს, ტელევიზორს, რისი უფლებაც აქვს, რომ მიიღოს. არაერთი მსჯავრდებული სარგებლობს ამ უფლებით ამ დაწესებულებაში”,- ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, სააკაშვილი უკვე მე-7 დღეა რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.