საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმოწერის უფლება შეუზღუდეს. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით “მთავარი არხი” ავრცელებს.
ბოლო წერილი მესამე პრეზიდენტის პალატიდან საქართველოს პატრიარქის მისამართით გაიგზავნა. პენიტენციური სამსახურის მხრიდან ახალი სანქციის გატარების მიზეზი კი სავარაუდოდ, რუს უფლებადამცველ და ბლოგერ, ფეიგინისთვის გაგზავნილი წერილია, რომლის მიღების შემდეგ ფეიგინმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად გეგმა აქვთ.
წყარო : მთავარი არხი