სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის პრემიერობის ნულოვანი შანსი აქვს. ამაზე მან გადაცემაში “ფილტრი გარეშე”, ისაუბრა.
“მიხეილ სააკაშვილს ნულოვანი შანსი აქვს პრემიერმინისტრი, მხარს არ დავუჭერდი [მის პრემიერობას]. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება ახალი თაობის განვითარება, ახალი ენერგეტიკა, ახალი შინაარსი, ახლებური მიდგომები. მე მიხეილ სააკაშვილზე ღიად მაქვს ნათქვამი, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, დაბრუნდეს საქართველოში, ჩაერთოს აქაურ ცხოვრებაში და ის ქვეყნის პრემიერი ვერ იქნება და ამას მხარდაჭერა არც ხალხისგან არ აქვს. ყველა კვლევაში, მე გაცილებით მაღალი მხარდაჭერა მაქვს”,– ამბობს გიორგი ვაშაძე.
მანვე აღნიშნა, რომ მისი თვითმიზანი არა პრემიერობა, არამედ ის არის, რომ არავის უწევდეს ნაგავსაყრელზე საჭმლის ძიება.
ვაშაძისვე თქმით, დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ცოტაა ის ადამიანი, ვისაც “ამ მძიმე კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა შეუძლია”.
“მე მაქვს მოკლე გეგმაც, გრძელი გეგმაც და ვიცი, როგორ გავაკეთო”,– თქვა გიორგი ვაშაძემ.