მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება მესამედ შეუზღუდეს​​​​​​​​​​​​​​

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს,  სატელეფონო ზარების უფლება მესამედ შეუზღუდეს​​​​​​​​​​​​​​. ამის შესახებ განცხადება, მისმა უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ,  სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ  ჟურნალისტებთან გააკეთა.

“დღევანდელ სასამართლოზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების პანიკური შიში გრძელდება. უკვე სამგზის შეუზღუდეს მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება. მათ ეშინიათ, რომ რომელიმე თქვენგანის ეთერში არ დარეკოს მიხეილ სააკაშვილმა და არ ისაუბროს მაყურებელთან.

საფუძველი რაც დაუდეს იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში და არ უნდა ჰქონდეს სატელეფონო ზარების უფლებაო და ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს. ყალბი ინფორმაციის საფუძვლზე უზღუდავენ მას უფლებებს.” ამბობს ბექა ბასილაია.