მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მისი ყოფილი თანაგუნდელი, პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი მივიდა.
მისი თქმით, სააკაშვილის პოლიტიკური დევნით ხელისუფლება ხელს უშლის საქართველოს მომავალს ევროკავშირსა და NATO-ში.
“მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, ცხადია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივაციით სამართლებრივი დევნა ხორციელდება. ეს არის ის პრეზიდენტი, რომელმაც 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა ქართულ ოცნებას და გზა გახსნა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას დასავლეთისკენ სვლა გაეგრძელებინა.
დღეს ქართული ოცნება პოლიტიკური დევნის გზით სააკაშვილის წინააღმდეგ, ხელს უშლის პირდაპირ ჩვენს მომავალს ევროკავშირში და ნატო-ში. შესაბამისად, სააკაშვილის პატიმრობა არ არის მისი კერძო საკითხი და არ ეხება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, მიმაჩნია, რომ ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო დადგა”,– თქვა სამადაშვილმა.
მისივე შეფასებით, “უკიდურესი უზნეობაა” პატიმარზე დაცინვის ტონში საუბარი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.