“მკაცრად აგებთ პასუხს-დედა გეტირებათ“–უგულავა ხელისუფლებას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ხელისუფლებას ოპოზიციის ლიდერებზე, ჟურნალისტებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. მისი  განცხადებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ორი დღის წინ თათბირი ჩაატარა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა „ზონდერობას“.

„პირდაპირ დავალება მისცა ოპოზიციის ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ტელევიზიებზე. “ფორმულა”, “მთავარი”, “პირველი” – პირდაპირ განუსაზღვრა სამიზნეები. ხელისუფლების მხრიდან ასეთი საქციელით, მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მკაცრად აგებთ პასუხს-დედა გეტირებათ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

სამშაბათს მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „მთავარის“ 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს.