ქართული ოცნების დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, პარტიის აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს, რომელსაც საზოგადოებაში მკაცრი იმიჯი აქვს, სინამდვილეში არის იუმორით აღსავსე პიროვნებაა. ამიტომ, მის გუშინდელ განცხადებებს, სადაც მან ოპონენტები გააქილიკა, ამ იუმორის კიდევ ერთ დადასტურებად მიიჩნევს.
“ირაკლიო კობახიძეს, რომელსაც საზოგადოებაში აქვს ძალიან მკაცრი ადამიანის იმიჯი, სინამდვილეში არის იუმორით აღსავსე პიროვნება. ამიტომ მისი გუშინდელი გამოსვლა კიდევ ერთი დადასტურება იყო ამის. რაც შეეხება, შეუშლის თუ არა იუმორი მოლაპარაკებებს ხელს, არ შეუშლის, რადგან იუმორს არასდროს შეუშლია მოლაპარაკებებისთვის ხელი”, — განაცხადა სამხარაძემ.