“აბსოლუტურად უშედეგო [იქნება], სალომე ზურაბიშვილი თამაშობს თავის თამაშს, მან დაინახა შესაძლებლობების ფანჯარა, რომ მოვლენების ცენტრში ჩადგეს და ჩადგა ცენტრში. კრებს გარკვეულ პოლიტიკურ კაპიტალს ამაზე დასავლეთშიც და საქართველოშიც, ყველ აქებს და ადიდებს. სინამდვილეში, შინაარსისგან აბსოლუტურად გამოშიგნული და უპერსპექტივო პროცესია.

ერთია, ჩვენ იმაზე ვიფიქროთ, რომ დავივიწყოთ წარსული, შეთანხმებას მივაღწიოთ, ამნისტიის, პატიების თუ რის ხარჯზე იქნება, მაგრამ ეს არ არის მთავარი ელემენტი. კიბატონო, ჩვენ შეიძლება დღეს შევრიგდეთ, მაგრამ ხვალიდან როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას? რა აზრი აქვს ისეთ ცხოვრებას, თუ კონფლიქტის საფუძველი ისევ დარჩა. ვგულისხმობ მართლმსაჯულებას, პოლიტიზირებულ პოლიციას, ტოტალურ მოსმენებს და ა.შ. თუ არ იქნება დადგენილი სამომავლოდ დადგენილი თამაშის წესები, როგორც არ უნდა შევრიგდეთ, ხვალ ისევ ვიჩხუბებთ. არ იქნება სამართლიანობა? არ იქნება მშვიდობა.

შესაბამისად, ეს არის მკვდრადშობილი პროექტი და ერთადერთი, რაც შეეძლო სალომეს გაეკეთებინა, უნდა დადოს საკანონმდებლო პაკეტი, რომ ხვალიდნ ვიწყებთ ახალი თამაშის წესებით ცხოვრებას ჩვენი თამაშობა არ არის, რომ მიშამ და ბიძინამ ხელი ჩამოართვან, ჩვენი ამოცანაა საზოგადოებაში გაჩნდეს სამართლიანობის განცდა და ამის საფუძველზე შევრიგდეთ ერთმანეთთან, თორემ მიშა და ბიძინა დღეს არიან, ხვალ არ იქნებიან”

ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის “ეროვნული შეთანხმების” ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც ის სხვადასხვა პარტიის პოლიტიკურ ლიდერებს ყოველდღიურად ხვდება.