“როცა არის ორი დაპირისპირებული მხარე და არის სადაო საკითხები, მაშინ შეთანხმდნენ ამ სადაო საკითხებზე. დანაშაული აღიარებული იყოს, აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება. თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი და მე კიდე, შენ სიმართლეს – დანაშაულს, მაშინ როგორ შევრიგდებით?
უნდა შევთანხმდეთ ტერმინებზე. მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს ვინც ჩაიდინა. აღიაროს რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა, ეს მაინც გააკეთოს, ვინ? ვინც იყო მკვლელი. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე? დისტანციურად. ეს რა, არ იყო მკვლელობა?!”
ამბობს ქუთაისისა და გაენათის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე “საყოველთაო შერიგების” ინიციტივაზე.