„პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს და ხალხს მისცა დაპირება, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით ევროპის საუკეთესო სამეულში შევა. სწორედ ამ დაპირების ნაწილია ის, რომ გვქონდეს რაც შეიძლება აქტიური გამოვლენა კორუფციული შემთხვევების. მმართველი გუნდის სიძლიერეს აჩვენებს, რომ მათ შორის, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, ეს გამოავლინოს“,

ამის შესახებ “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების კომენტირებისას განაცხადა.