თუ ჩამოვა, “ოცნებას” დაეხმარება, შეიძლება შეიწყალონ – გახარია სააკაშვილზე

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ამით ის ქართულ ოცნებას დაეხმარება.

“მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რომ ჩამოვა, ჯერ ერთი მმართველ პარტიას დაეხმარება ამით ძალიან. მეორე, თუ ჩამოვა, დღეს ის არის მსჯავრდებული და იქნება დაკავებული. მე მესმის ისიც, რომ ოცნებამ შეიძლება ამნისტია გამოაცხადოს და შეიწყალოს და მიშასაც გამოუშვებენ, ისე როგორც გამოუშვეს მელია და რურუა. ეს ყველაფერი ჩემთვის ახლა სასაცილოა”,– თქვა გახარიამ.

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ რეფერენდუმის წინ ქვეყანაში ჩამოვა.