„ჩვენ უნდა დავინახოთ ტენდენცია და გადავხედოთ გამოცდილებას. ეს კვლევა, ისევე როგორც სხვა კვლევები, აჩვენებს, რომ ამომრჩეველი განწყობილია ოპოზიციურად და ის ვერ ხედავს ოპოზიციაში ალტერნატივას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პატარა პარტიებმა გამოვძებნოთ რესურსი საკუთარ თავში მოლაპარაკებების და გაერთიანების, რომ არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა 2024 წლის არჩევნებში. პატარა პარტიებმა უნდა გადავხედოთ საკუთარ სტრატეგიას და მარტო იმაზე საუბარი, რომ დამოუკიდებლად გადავლახავთ ბარიერს და არ გვჭირდება მოლაპარაკებები, მგონი, არ არის სწორი სტრატეგია დღეს. ჩანს, რომ 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასე ვერ შევძლებთ ხელისუფლების შეცვლას, ხმების 20 პროცენტი მაინც იკარგება, მაშინ როცა თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა ოპოზიციურ ველზე”
ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის’ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.