მნიშვნელოვანია, კარგად გრძნობდნენ – კელი დეგნანი შუქრუთელებზე

”მნიშვნელოვანია, კარგად გრძნობდნენ”- ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია შუქრუთელები თავს კარგად გრძნობდნენ და მათი პრობლემები გადაიჭრას.

“შუქრუთელებს საელჩოს ადამიანების უფლებათა დაცვის ოფიცერი გუშინ შეხვდა, მოისმინა მათი წუხილი. მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ შედგეს შეხვედრა სახალხო დამცველთან და ეს ადამიანები დაუკავშირდნენ შესაბამის NGO-ებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად. საელჩოს როლი ამ შემთხვევაში არის დაკავშირება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები კარგად გრძნობდნენ თავს და მათი პრობლემები გადაიჭრას”,-  ამბობს დეგნანი.