მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ დაჩქარებულად მიიღო ეს პრეპარატი – ზაალ კოკაია აქონდროპლაზიაზე

მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ დაჩქარებულად მიიღო ეს პრეპარატი – განაცხადა ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა, ზაალ კოკაიამ გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში .

“მე გიდასტურებთ, რომ ეს პრეპარატი დარეგისტრირებულია შვედეთში, გაყიდვაშიც არის და გიდასტურებთ იმას, რომ ნებისმიერი მკურნალობა, რაც ტარდება შვედეთის ტერიტორიაზე, შვედეთის მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის 18 წლამდე აბსოლუტურად ნებისმიერი მკურნალობა არის უფასო და სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს ამას სრულად”, – აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, კომპანია ბიომარინმა, რომელიც პრეპარატის შექმნაზე მუშაობდა, 8 სამედიცინო კლინიკური კვლევა ჩაატარა. ის აღნიშნავს, რომ მსგავსი სარწმუნო კვლევებისა და მონაცემების საფუძველზე, ამერიკამ მედიკამენტი დაჩქარებული წესით მიიღო.

“ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე [იყენებენ], ასევე, თავისუფლად შვედეთშიც დარეგისტრირებულია ეს პრეპარატიც და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება. ერთი საინტერესო კვლევა ჩატარდა, რომელიც მარტში გამოქვეყნდა – მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იშვიათი დაავადებაა და იშვიათი დაავადებების კვლევა, როგორც წესი, ევროპაში როცა ხდება, ქვეყნები ერთიანდება, რომ სათანადო რაოდენობის პაციენტები და მონაცემები ჩართონ, ზუსტად 6 ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა ეს კვლევა და დადგინდა, რომ ამ დაავადების მქონე პაციენტებში ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად დაქვეითებულია.

ასევე, კლინიკური სიმპტომები, რომლებიც გამოვლინდა, ეს არის ქრონიკული ტკივილები, სუნთქვის პრობლემები და მრავალი სხვა, დაკავშირებულია ზუსტად ამ ცხოვრების ხარისხის მკვეთრ დაქვეითებასთან.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ დაჩქარებული წესით მიიღო ეს პრეპარატი, რაც მიუთითებს საჭიროებაზე ამ პრეპარატის გამოყენების და სარწმუნოებაზე. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელზეც ეს პრეპარატი მიიღეს, მიუთითებს, რომ თუკი ამ ორგანიზაციისთვის – რომელიც ზოგიერთი პრეპარატის დამტკიცებას წლები უნდება – მე არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ ეს პრეპარატი ეფექტურია”, – განაცხადა მან.