“მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება სიღრმისეული რეფორმებისკენ დაბრუნდეს” – ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 2 ოქტომვერს საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს. ამის შესახებ მიშელი Twitter-ზე წერს.
“მივესალმები ყველა ქართველს, რომელმაც საკუთარი ხმა დააფიქსირა ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებისკენ, როგორც იყო გაწერილი 19 აპრილის შეთანხმებაში, განსაკუთრებით საკანონმდებლო და სასამართლო სფეროში”, – წერს ის.