ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სალომე ზურაბიშვილის მიერ შეტანილ სარჩელზე განმარტებას აკეთებს.
მათი თქმით, ქარტია მხოლოდ მედიაპროდუქტს განიხილავს, ფეისბუქ პოსტი კი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული.
“ჩვენ ვმსჯელობთ მედია პროდუქტზე და ვადგენთ რომელი პრინციპის დარღვევაა ამ კონკრეტულ მედია პროექტზე. რაც შეეხება ნიკა გვარამიას ფეისბუქ სტატუსს, ეს არ არის მედია პროდუქტი და ნიკა გვარამიას ეს მოსაზრება, რომელიც გავრცელდა საჯარო სივრცეში, კონკრეტულად მის ფეისბუქზე, დაცულია საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით. კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის ნიკა გვარამიას, სიტყვისა და გამოხატვის უფლება იყოს დაცული.”, – ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავჯდომარე, ნანა ბიგანაშვილი.
ქარტია მიიჩნევენ, რომ მთავრობის მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე ხშირი აპელირება საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილობით მიმართვაზე პასუხი გუშინ გაავრცელა, სადაც განხილვაზე უარი თქვა.