მნიშვნელოვანია უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება – ლინკევიჩუსი

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, მნიშვნელოვანია უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება.ამის შესახებ ის  “ტვიტერზე” წერს და ასევე აცხადებს, რომ  მნიშვნელოვანია ნატოს კარი იყოს ღია.

„ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინასთან შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას, მნიშვნელოვანია უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება და რომ ნატო-ს კარი იყოს ღია“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი “ტვიტერზე”.