მნიშვნელოვანია შეზღუდვების დაწესება, ვერ ვიქნებით ადამიანების ქცევაზე დამოკიდებული – ტიკარაძე

“მნიშვნელოვანია შეზღუდვების დაწესება, ვერ ვიქნებით ადამიანების ქცევაზე დამოკიდებული” –  ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმედის ეთერში განაცხა. მისი თქმით, აუცილებელია შეზღუდვების დაწესება და ვერ იქნებიან დამოკიდებული ადამიანების ქცევაზე.

“გარკვეულ წილად მნიშვნელოვანია შეზღუდვების დაწესება, ჩვენ ვერ ვიქნებით სრულად დამოკიდებული ადამიანების ქცევაზე და მოწოდებებზე. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ეპიდემიოლოგებთან ერთად. გვინდა იყოს უფრო მიზნობრივი შეზღუდვები, რომელიც მოგვცემს ეფექტს ვირუსის გავრცელების კუთხით და ეს არ იქნება ძალიან დიდი დარტყმა ეკონომიკისთვის”,-  განაცხადა ტიკარაძემ.